გერმანია ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს ამსუბუქებს

გერმანიამ ქვეყანაში შესვლის წესები შეამსუბუქა მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია და ვისაც უკვე ჰქონდა COVID-19. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

დღეიდან ამ კატეგორიებისთვის გაუქმებულია სავალდებულო თვითიზოლაცია და ტესტირება გერმანიაში ჩასვლისთანავე. წესები ვრცელდება მათთვის, ვინც სრულად არის აცრილი BioNTech / Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson ვაქცინებით.

გარდა ამისა, ისინი, ვინც ვირუსის დაბალი გავრცელების რეგიონებიდან ესტუმრებიან ქვეყანას, გათავისუფლდებიან კარანტინისგან, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.

გერმანიაში ყველა სხვა ჩასულ სტუმარს ხუთი დღის განმავლობაში მოუწევს კარანტინის გავლა და კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.