გერმანიამ საკუთარ წყლებში "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობის ნებართვა გასცა

გერმანიის გადაზიდვებისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობისთვის დროებითი ნებართვა გააფართოვა.

უწყების გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან მაისის ბოლომდე პერიოდში სააქციო საზოგადოება Nord Stream 2-ს მილების განლაგება გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაახლოებით 16,5 კმ და 13,9 კმ სიგრძეზე შეუძლია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დანიაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მილსადენის მონაკვეთის მშენებლობა განახლდა. ხომალდი "ბალტიის მკვლევარი" სამშენებლო ზონაში დაბრუნდა. მეორე მილსადენმა ხომალდი "Fortuna" ვისმარის პორტიდან დაიძრა.