გერმანიაში 50,000 სკოლის მოსწავლე კარანტინში იმყოფება

გერმანიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ღონისძიების ფარგლებში, თუ კლასიდან ერთ მოსწავლეს COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდება, მთელი კლასი კარანტინში გადაჰყავთ. ამჟამად, კარანტინში 50,000-მდე სკოლის მოსწავლე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Bild ავრცელებს.

”ეს რიცხვი ცხადყოფს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაგულში ვართ და ეს  გავლენას ახდენს სკოლების მუშაობაზეც”, - განაცხადა განათლების ფედერალურმა მინისტრმა ანია კარლიჩეკმა.

გერმანიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჰაინც-პიტერ მეიდინგერმა სკოლები გააფრთხილა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.