გერმანიაში 7 ივნისიდან ვაქცინაცია ყველას შეეძლება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნაში 7 ივნისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეეძლება, განურჩევლად ასაკისა და კატეგორიისა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

"ჩვენ შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯზე - უარს ვამბობთ პრიორიტეტულ ვაქცინაციაზე. ეს ნიშნავს, რომ  ვაქცინაციაზე დარეგისტრირების უფლება 16 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს აქვს", - განმარტა მინისტრმა.

ცნობილია, რომ დღეისათვის გერმანიის მოსახლეობის 37%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო ორი - 11,2%-მა.