გერმანიაში აღლუმზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა

გერმანიის ქალაქ ფოლკმარზენში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შევარდა. ინციდენტი აღლუმის დროს მოხდა. შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.