გერმანიაში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებში შევარდა, არის მსხვერპლი

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებში შევარდა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ 10-მდე ადამიანი დაშავდა.

მედია ორი გარდაცვლილის შესახებ წერს.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობას სთხოვენ, ინციდენტის ადგილს ერიდონ.