გერმანიაში ჩასულ ნებისმიერ პირს COVID-19-ზე შეამოწმებენ

გერმანიაში ჩასული ნებისმიერი  პირისთვის კორონავირუსზე ტესტირება 8 აგვისტოდან სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

”მე ვიცი, რომ ეს ინდივიდუალური თავისუფლების დარღვევაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

გერმანიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. გერმანიაში ჩასულ ყველა მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაუტარდება.