გერმანიაში COVID 19-გან 164 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 80 458-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 741 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 39 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 450-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 164 000-ზე მეტი პაციენტი.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 46 809- ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 37 803, ბადენ-ვიურტემბერგში - 34 479.