გერმანიაში COVID-19-ის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 169 575-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 22 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 417 -მდე გაიზარდა.

გერმანიაში კორონავირუსისგან სულ 145 600 მეტი ადამიანი განიკურნა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 44 368- ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 35 132, ბადენ-ვიურტემბერგში - 33 190და ბერლინში - 6 272.