გერმანიაში COVID 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 8 856-მდე გაიზარდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 187 764-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 26 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 856-მდე გაიზარდა. 174 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 47 747 - ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 39 777, ბადენ-ვიურტემბერგში - 35 218 და ბერლინში - 7 475.