გერმანიაში COVID 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 8 883-მდე გაიზარდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 189 135-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 601 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 11 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 883-მდე გაიზარდა. 

გერმანიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 174,400 პაციენტი.