გერმანიაში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 8 216-მდე გაიზარდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 177 850-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 638 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 42 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8216-მდე გაიზარდა.

გერმანიაში კორონავირუსისგან სულ 160 ათასი ადამიანი განიკურნა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 46 132- ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 37 139, ბადენ-ვიურტემბერგში - 34 345 და ბერლინში - 6614.