გერმანიაში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 8090-მდე გაიზარდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 176 007-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 797 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 83 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8090-მდე გაიზარდა.

გერმანიაში კორონავირუსისგან სულ 156,9 ათასი ადამიანი განიკურნა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 45 766- ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 36 766, ბადენ-ვიურტემბერგში - 34 115 და ბერლინში - 6507.