გერმანიაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 150000-ს აჭარბებს

რობერტ კოხის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 2337ადამიანი დაინფიცირდა, შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 150 383-მდე გაიზარდა.

ერთ დღეში COVID-19-ით დაავადებული 227 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 5321.-ს მიაღწია.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის 106 800 ადამიანი ინფექციისგან განიკურნა.