გერმანიაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 173 152-ს აღწევს

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 173 152-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 913 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 101 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7824-მდე გაიზარდა.

გერმანიაში კორონავირუსისგან სულ 151 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 45 143 - ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 35 967, ბადენ-ვიურტემბერგში - 33 851 და ბერლინში - 6 397.