გერმანიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა

გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ავტობანზე А13 ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაყირავდა.

გამოცემა Focus წერს, რომ ავარიის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაჰყავთ. ორის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ავტობანი ორივე მიმართულებით გადაკეტილია.