გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსი კიდევ 19,059 ადამიანს დაუდგინდა, 103 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 518,753 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10,452 ინფიცირებული გარდაიცვალა.

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.