გერმანიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 103228-ს მიაღწია

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 103228-მდე გაიზარდა, 1861 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში 254 ადამიანი გარდაიცვალა დაინფიცირების 4003 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 27564 - ფიქსირდება ბავარიაში. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში 20929, ბადენ-ვიურტენბერგში 20680 და ბერლინში 4023 შემთხვევა გამოვლინდა.