გერმანიაში კოვიდ-შეზღუდვები ისევ გააპროტეს

ორშაბათს საღამოს გერმანიის მასშტაბით ქუჩებში რამდენიმე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

პოლიცია სიტუაციაში ძირითადად მხოლოდ მაშინ ერეოდა, როცა აქციის მონაწილეები მსვლელობის მოწყობას ანტიპანდემიური აკრძალვების დარღვევით ცდილობდნენ, დისტანციას არ იცავდნენ და პირბადის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

სამართალდამცავებთან შეტაკებები მაგდებურგში, როსტოკსა და ლიხტენშტეინში მოხდა.

მასობრივი აქციები ასევე ტურინგიასა და ბავარიაში გაიმართა.