გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსით 2 მილიონ 958 000 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1113 პაციენტი.

ქვეყანაში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 44 994 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.