გერმანიაში კოვიდვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატები ვრცელდება

გერმანიაში სხვადასხვა Telegram-არხით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატების ყიდვა არის შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სამსახური Tagesschau ავრცელებს.

მედიის ცნობით, Telegram-ის საძიებო ველში საკმარისია ჩაიწეროს სიტყვა Impfpass (ვაქცინაცია) და ამოვარდება რამდენიმე ჯგუფი, სადაც სერტიფიკატის ყიდვა უპრობლემოდაა შესაძლებელი.

ყალბი საბუთი საშუალოდ 100 ევრო ღირს.

პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან მყიდველები თაღლითებს თანხას, უმეტესად, კრიპტოვალუტის სახით ურიცხავენ, დაპირებულ სერტიფიკატს კი არ იღებენ.