გერმანიის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ გელენკირხენში, 20 ივნისს ვლადიმერ ლენინის ძეგლი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებლის ძეგლის დადგმის იდეა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრსა და 15 სანტიმეტრს შეადგენს, "გერმანიის მარქსისტულ-ლენინურ პარტიას"ეკუთვნის. მემარცხენე პარტია ლენინის ძეგლის დადგმას ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, ვინაიდან, თავდაპირველად, ქალაქის ხელისუფლებამ ძეგლის აღმართვაზე უარი განაცხადა. თუმცა, ქალაქ გელენკირხენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 6 მარტს აღნიშნული აკრძალვა გაუქმდა და პარტიას ძეგლის დადგმის უფლება მიეცა.
ლენინის ძეგლი ქალაქის ისტორიული შენობის წინ განთავსდება, რომელსაც ხუროთმოძღვრული ძეგლის სტატუსი აქვს.