გერმანიაში, მაღაროში აფეთქების შედეგად 30 მეშახტე ბლოკირებულია

გერმანიაში, ტოიჩენტალის მაღაროში აფეთქება მოხდა. მიწისქვეშ 30 მაღაროელია ბლოკირებული. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. 

წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

მაშველები მაღაროელების ამოყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. შესასვლელები ნაშალმა მასალამ გადაკეტა.