გერმანიაში მოედნები კორონავირუსის ფორმის ილუმინაციებით მორთეს

გერმანიაში, ეკლესიები, ქუჩები და მოედნები, საშობაოდ კორონავირუსის ფორმის ილუმინაციებით მორთეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW წერს. 

გამოცემის ცნობით, გერმანიაში, პანდემიის მიუხედავად, შობის აღსანიშნავად ემზადებიან. კორონავირუსის სიმბოლური გამოსახულება საშობაო კომპოზიციის ნაწილი ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ რენნინგში გახდა.

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შობის პერიოდში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, თუმცა, შეზღუდვები დღესასწაულების შემდეგ  კვლავ ამოქმედდება.