გერმანიაში "ომიკრონის" შტამის საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა

The Guardian-ის ინფორმაციით, COVID-19-ის ახალი შტამით ინფიცირების სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ომიკრონის" საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, ჰესენის მხარეში დააფიქსირეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, "ომიკრონსთვის" დამახასიათებელი სიმპტომები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღენიშნებოდა და ის ამჟამად იზოლირებულია.

მიმდინარეობს პაციენტის ანალიზების შესწავლა და თუ მას ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება "ომიკრონით" დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაში.