გერმანიაში ორი საკვანძო მინისტრის პოსტი ქალებმა დაიკავეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად "კავშირი 90/მწვანეების" პარტიის თანათავმჯდომარე ანალენა ბერბოკი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოაწერა.

გერმანიის შინაგა საქმეთა მინისტრი კი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინა ლამბრეხტი გახდა.

ის ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ქალი გახდა, ურსულა ფონ დერ ლაინენისა და ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის შემდეგ. ლამბრეხტი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, რომლის წარმომადგენელი ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გახდა.