გერმანიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

გერმანიაში, ქალაქ დიულმანის ცაზე ორი მსუფუქი ვერტმფრენი ერთამანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Focus Online ავრცელებს.

მომხდარის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციის დეპარტამენტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს ორივე პილოტი გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.