გერმანიაში პირბადის გამო ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლეს

გერმანიაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლა, რომელმაც მას პირბადის გაკეთება სთხოვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მისი ცნობით, ქალაქ იდარ-ობერშტეინში, 49 წლის გერმანიის მოქალაქე ბენზინგასამართ სადგურზე ლუდის საყიდლად მივიდა. მოლარემ მას მომსახურებაზე უარი უთხრა, თუ ის პირბადეს არ გაიკეთებდა. ამის შემდეგ მამაკაცმა იარაღი ამოიღო და მოლარეს ესროლა.

პოლიციას თავდამსხმელმა განუცხადა, რომ ის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება, რადგან ეს მას ფსიქოლოგიურად თრგუნავს.

მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარში თავად მოლარეა დამნაშავე.