გერმანიაში სამთავრობო კოალიციის შესახებ პირველი მოლაპარაკებები გაიმართა

გერმანიის "სოციალ-დემოკრატებმა" განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან, დაიწყონ სამმხრივი კოალიციური მოლაპარაკებები "მწვანეებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" (FDP), მაგრამ ორი მცირე პარტია კონსერვატორებთან ალტერნატიული კოალიციის ვარიანტსაც იტოვებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, გამოკითხვებბა აჩვენა, რომ ამომრჩეველი უპირატესობას "სოციალ-დემოკრატების", "მწვანეებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციას აძლევს.

თავის მხრივ კონსერვატორებს მოლაპარაკებების გაგრძელება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ არჩევნებში მათი მაჩვენებელი რეკორდულად დაეცა.

ცნობისთვის, DW-ს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: "სოციალ-დემოკრატები" – 205 ადგილი; მმართველი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი – 194 ადგილი, "მწვანეები" – 116 ადგილი; "თავისუფალი დემოკრატები" – 91 ადგილი; "ალტერნატივა გერმანიისთვის" – 84 ადგილი; "სოციალისტი მემარცხენეები" – 39 ადგილი.