გერმანიაში შეზღუდვები სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაგრძელდება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შტაბის უფროსი, ჰელგ ბრაუნი აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულებამდე მოგზაურობების განახლების მიმართ "ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი", თუმცა, ფიქრობს, რომ ვითარება მაისის ბოლოს უკეთესობისკენ შეიცვლება. ამის შესახებ ABC News იუწყება. 

ბრაუნმა განაცხადა, რომ გერმანია ნორმალურ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, ზაფხულში დაუბრუნდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინების მწარმოებლები პირობას შეასრულებენ და კორონავირუსის ახალი მუტაცია არ წარმოიქმნება.

ამჟამად, გერმანიაში კორონავირუსზე მოსახლეობის 5.7%-ია აცრილი. მათგან, ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის მხოლოდ  2.8%-მა მიიღო.  

მერკელი და გერმანიის შტატების გუბერნატორები შეთანხმდნენ, რომ შეზღუდვების გარკვეული ნაწილი 28 მარტს მოიხსნება.