გერმანიაში სკოლის მოსწავლეებს COVID-19-ზე ტესტირება კვირაში ორჯერ უტარდებათ

გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნოიშტრელიცში სკოლის მოსწავლეებს COVID-19-ის ინფექციაზე ტესტირებას კვირაში ორჯერ უტარებენ. ამის შესახებ ინფორამციას FRANCE 24

ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში სკოლები უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის 6 მაისიდან გაიხსნა.

ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ როგორც უფროსკლასელებს, ასევე მასწავლებლებს.

ტესტირება უფასოა, ხოლო მოსწავლეები პასუხებს მომდევნო დღეს მეილის მეშვეობით იღებენ.