გერმანიაში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში 2 ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიის პროკურატურამ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება "ჯებჰათ ან-ნურსას" ( "ალ-ქაიდას" სირიასა და ლიბანში მოქმედი განყოფილება) წევრობაში ეჭვმიტანილი ორი სირიელის დაკავების ბრძანება გასცა. ჩხრეკა ნაუმბურგსა და ესენში ჩატარდა.

სამართალდამცავების განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სირიაში შეიარაღებულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა, რომელიც მოგვიანებით ტერორისტული ორგანიზაცია "ჯებჰათ ალ-ნუსრას" ნაწილი გახდა.

2012 წლის ივლისში ეჭვმიტანილმა, სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად, სირიის სახელისუფლებო ძალების ტყვე ოფიცრის წამებაში მიიღო მონაწილეობა, მეორე ეჭვმიტანილმა კი ეს პროცესი, კომენტარების თანხლებით, გადაიღო. ვიდეოს პროპაგანდისტული დანიშნულება ჰქონდა.