გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულ 17 ადამიანს ეძებენ

გერმანიის დასავლეთ ნაწილში, არვაილერის რაიონში, რომელიც წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, სულ მცირე, 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იქნება. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

გარდაცვლილთა რაოდენობამ აქ 141 ადამიანი შეადგინა. აქედან 115 ამოიცნეს. ჯამში გერმანიის მასშტაბით უამინდობას 189 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.