გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი ბერლინის მხრიდან ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, მოსკოვი ბერლინისგან მონაცემების წარმოდგენას ელის.

„ბერლინისგან ყველა მონაცემის წარმოდგენას ველით: როგორც ბუნდესვერის ლაბორატორიული კლევების პასუხებს, ასევე გარკვეულ "მტკიცებულებებს", რომლებსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს. გერმანიის ელჩს სმოლენკაზე ველოდებით", - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, "ბანქოს გახსნის დროა, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ბერლინი ბლეფითაა დაკავებული და ბინძურ პოლიტიკურ ალიაქოთშია,“- წერს ზახაროვა.