გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს COVID-19 დაუდასტურდა

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, იენს შპანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრს მსუბუქი სიმპტომები აქვს და ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

თვითიზოლაციაში გადავიდნენ მასთან კონტაქტში მყოფი პირებიც.