გერმანიის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

გერმანიაში, ტოიჩენტალის კომუნაში GTS Grube Teutschenthal Sicherungs GmbH მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 35-მდე ადამიანი მიწისქვეშ ბლოკირებული აღმოჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქების შემდეგ მაღაროელებმა უსაფრთხო ადგილას დამალვა მოასწრეს. ამჟამად მაშველები მათ ზედაპირზე ამოსვლაში ეხმარებიან.