გერმანიის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი აირჩიეს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტია, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) ახალ ლიდერად არმინ ლაშეტი აირჩიეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.

ლაშეტი, სავარაუდოდ, ანგელა მერკელს კანცლერის თანამდებობაზე ჩაანაცვლებს.

არმინ ლაშეტი მანამდე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 

ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს, პოსტს, სავარაუდოდ, 2021 წლის ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს.