გერმანიის მოსახლეობის ერთი მესამედი პირველი დოზით აცრილია

2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით, გერმანიის მოსახლეობის ერთ მესამედს უკვე გაკეთებული აქვს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა. ინფორმაციას გერმანიის ინფექციური დაავადებების შემსწავლელი - რობერტ კოხის ფედერალური ინსტიტუტი ავრცელებს.

ვაქცინაციის დაწყებიდან, გერმანიაში უკვე 35,7 მილიონი აცრა გაკეთდა. მათგან, პირველი დოზა მიიღო 27,7 ხოლო ორივე დოზა - 8 მილიონმა ადამიანმა. საერთო ჯამში, გერმანიაში ვაქცინის ორივე დოზა, საერთო მოსახლეობის 9,6%-მა მიიღო.

ასევე, გერმანიის ტერიტორიაზე დღემდე თითქმის 560 000 ვაქცინა იქნა წარმოებული, ხოლო ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

გერმანიაში სრულყოფილად აცრილი და კორონავირუს გადატანილი ადამიანებისათვის უქმდება საყოველთაოდ დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა.