გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი თომას ოპერმანი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ინფორმაცია გერმანიის შრომის მინისტრმა, ჰუბერტუს ჰეილიმაც დაადასტურება.

როგორც ჰეილი "ტვიტერში" წერს, ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.