გერმანიის პარლამენტმა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულების სავალდებულო აცრას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის კოვიდ 19-ზე სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს. 

ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინაციისთვის ვადა 2022 წლის 15 მარტამდე ექნებათ. ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ისინი ჯანდაცვის სექტორში ვეღარ იმუშავებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, გერმანია უერთდება ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, სადაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა.