გერმანიის სასამართლომ დაზვერვას საზღვარგარეთ თვალთვალი შეუზღუდა

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საზღვარგარეთ უცხო ქვეყნების ინტერნე- ტრაფიკის მონიტორინგი, რომელსაც ქვეყნის სპეცსამსახურები ახორციელებს, ქვეყნის კონსტიტუციას ნაწილობრივ არღვევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ ეცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ინტერნეტ-თვალთვალი საზღვარგარეთ პრესის თავისუფლებას არღვევს, რაც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ დაზვერვის სამსახურის საქმიანობა საზღვარგარეთ გერმანიის კონსტიტუციას დაუქვემდებარა. Reuters-ის თქმით, ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ჟურნალისტებისა და "რეპორტიორები საზღვრის გარეშეს" საჩივრებმა შედეგი გამოიღო.