გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი ხელისუფლებას აფრთხილებს

გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღოს მკაცრი ზომები კორონავირუსის მესამე ტალღის შესაჩერებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"საავადმყოფოებში სიტუაცია მძიმდება, ზოგიერთ შემთხვევაში დრამატულადაც კი", - განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლოთარ ვილერმა ყოველკვირეულ კონფერენციაზე. 

მისივე თქმით, სიტუაცია, შესაძლოა, იმაზე უფრო მეტად დამძიმდეს, ვიდრე მეორე ტალღის დროს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 29,426 შემთხვევა გამოვლინდა და 3,073,442-ს მიაღწია. ჯამში COVID-19-ით 79,381 ადამიანი გარდაიცვალა.