გერმანული კომპანია Daimler 15 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

გერმანული ავტომანქანების მწარმოებელი კომპანია Diamler კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო ადგილებს შეამცირებს და დაახლოებით 15 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს.

მედიის ინფორმაციით, 15 000-მა ადამიანმა უკვე მიიღო სამსახურიდან ნებაყოფლობით დათხოვნის შესახებ შეთავაზება. კადრების განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს 700 თანამშრომელი შეთავაზებულ წინადადებას უკვე დათანხმდა.

კომპანია თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს ნებაყოფლობით დატოვებს, კომპენსაციას გადაუხდის.