ჩრდილოეთ კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში აძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია მ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს, რომელიც 164 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობს. ხანძარი 48564კვადრატული მეტრის ფართობზე მძვინვარებს. განადგურებულია შენობა-ნაგებობები. საცხოვრებელი ადგილებიდან 200 000 ადამიანი ევაკუირებულია. სტიქიას ათასობით მეხანძრე ებრძვის.

ხანძარი მაღალი ძაბვის გადამცემ ანძაზე მომხდარი ავარიის გამო გაჩნდა. Pacific Gas & Electric-ში აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. კომპანიამ დაახლოებით 2 მილიონ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, რადგან ძლიერმა ქარმა და უამინდობამ, შესაძლოა, ინფრასტრუქტურა დააზიანოს და ახალი ხანძრები გამოიწვიოს. მილიონობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.