ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაერო-ს კუთვნილმა სატვირთო ავტომობილებმა, ღაზას სექტორში დაზარალებული პირებისთვის პირველადი საჭიროების მედიკამენტები, საკვები და საწვავი შეიტანეს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღაზას ტერიტორიაზე საკუთარი სახლები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ღაზას განსახლების სამინისტროს ცნობით, 1 800 სახლი ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ მდგომარეობაშია, 1 000 კი - სრულად განადგურებულია.

შეგახსენებთ, ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით შედგა, დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ისრაელსა და მოძრაობა "ჰამასს" შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.