ღაზას სექტორთან შეტაკებები მოხდა

ისრაელის თავდაცვის არმიასა და პალესტინელებს შორის ღაზას სექტორის გამყოფ ხაზთან შეტაკებები მოხდა, ინფორმაციას ამის შესახებ Ynet.During ავრცელებს.

მისი ცნობით, ისრაელის სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია ღაზასთან საზღვართან ახლოს ხანძრის შესახებ. ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკიდია. წინასწარი ვერსიით, ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი საჰაერო ბუშტებით, რომლებიც ანკლავის ტერიტორიიდან გაუშვეს.