წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

რყევების ეპიცენტრი ჩილეს ქალაქ ვალდივიადან 3251 კილომეტრში, ოკეანის სიღრმეში, ფსკერიდან 10 კილომეტრზე დაფიქსირდა. ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.