ღვიძლის ციროზის უჩვეულო სიმპტომები დასახელდა

ბრიტანელმა ექიმებმა ღვიძლის ციროზის უჩვეული სიმპტომები დაასახელეს. მათი თქმით, არასპეციფიკური და მოულოდნელი სიმპტომები, შესაძლოა, ღვიძლის ციროზზე მიუთითებდეს.

სპეციალისტების აზრით, სისუსტე, დაღლილობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა, შესაძლოა, აღნიშნულ დაავადებაზე მეტყველებდეს. გარდა ამისა, ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენას, ხშირ გულისრევას, მადის დაკარგვას და წონაში კლებას, რომლებიც უმიზეზოდ ხდება. გარდა ამისა, ციროზის სიმპტომებია კანის ქავილი, სიწითლე, სხეულზე ძარღვები, გაყვითლებული კანი და თვალის ბუდე.

ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ექსპერტები ყველას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, გაიარონ გამოკვლევა, რათა სწრაფად დაავადება გამოვლინდეს და სწორი მკურნალობა დაიწყოს.