მექსიკის ყურეში უზარმაზარი თეთრი ზვიგენი გამოჩნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკის ყურეში, ფლორიდის შტატში, უზარმაზარი თეთრი ზვიგენი გამოჩნდა. ძუძუმწოვარა კანადის სანაპიროებზე მოგზაურობის შემდეგ ფლორიდაში დაბრუნდა. 

5 მეტრის სიგრძის ზვიგენი სახელად უნამაკი სავარაუდოდ 900 კილოგრამს იწონის. 

ზვიგენი სექტემბერში კანადაში, ახალი შოტლანდიის მიდამოებში შენიშნეს. შაბათს ის კი-უესტის მიდამოებში გამოჩნდა, ორშაბათს კი ის დრაი-ტორტუგასის არქიპელაგს მიუახლოვდა. 

სპეციალისტები, რომლებიც ზღვის ცხოველებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ უნამაკი შესაძლოა ადგილს ეძებდეს, სადაც უნდა იმშობიაროს.