გლაზგოში თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO - PHOTO

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დანით შეიარაღებული დაუდგენელი პირი გამვლელებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ორი პოლიციელი დაჭრილია.

თავმდამსხმელი ლიკვიდირებულია.

დაღუპულთა ახლობლებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიუსამძიმრა. მან სამაშველო სამსახურებს რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.